ხარკოვში რუსეთის საელჩოს ცეცხლი წაუკიდეს

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, დაახლოებით, 50 ადამიანი რუსეთის გენერალურ საელჩოსთან მიტინგს მართავს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “უნიანი” ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა ცეცხლმოკიდებული შაშხანები საელჩოს შენობას დაუშინეს. აქტივისტებმა რუსეთის დროშაც დაწვეს. მიტინგის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების, აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის საერთო მოხმარების შეთანხმების გაწყვეტას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები