პოროშენკომ უკრაინაში საომარი ვითარების შემოღების ბრძანებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, უკრაინაში საომარი ვითარების შემოღების ბრძანებას ხელი მოაწერა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ვებგვერდზე ვრცელდება.
უკრაინაში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად 26 ნოემბრის 15:00 საათიდან 2019 წლის 25 იანვრის 15:00 საათამდე იმოქმედებს.