რუსეთის საგარეო უწყებამ აზოვის ზღვაში უკრაინული საზღვაო ძალების გემების ქმედებასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება მოითხოვა
რუსეთის საგარეო უწყება უკრაინის საზღვაო გემების მიერ შავ ზღვაში მშვიდობიანი წესების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს, – ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
“რუსეთის საგარეო უწყება მკაცრ პროტესტს გამოთქვამს 2018 წლის 25 ნოემბერს უკრაინის საზღვაო ძალების მიერ ზღვაში მშვიდობიანი გასვლის წესების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რუსულმა მხარემ გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს სასწრაფო შეკრება მოითხოვა”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.