თინა ხიდაშელი ჰააგის საკითხზე: დაუშვებელია ჯარისკაცებისა და ასეთი თემების საარჩევნო პლატფო­რმად გამოყენება

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ჰააგის სასამართლოს საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს უპასუხისმგებლობას უწოდებს.
როგორც ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს, ჯარისკაცებისა და ასეთი თემების საარჩევნო პლატფო­რმად გამოყენება დაუშვებელია.
“თუკი სახელმწიფოზე ზრუნავ და პრეზიდენტობას აპირებ, წარმოუდგენელია, პირადი, ვიწროპარტიული ამოცანის შესრულებას ქვეყნის ინტერესი გადააყოლო. ამ შემთხვევაში, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაზე მეტად გააკეთა ყველაფერი,­ რომ ეს ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი ყოფილიყო. რაც უნდა პარტიული ამოცანა გქონდეს,­ დაუშვებელია ჯარისკაცებისა და ასეთი თემების საარჩევნო პლატფო­რმად გამოყენება და ამას არცერთი პასუხისმგებლიანი ძალა არ გააკეთებდა”, – აცხადებს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და მინისტრმა წულუკიანმა კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები და ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ ვეტერანებს დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა. გრიგოლ ვაშაძემ თეა წულუკიანის გადადგომაც მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები