“ხმას ვაძლევ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ კაცის ხელში გაიზარდა, ვინც “ქართველ შინდლერად” არის ცნობილი”

დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე სარეკორდო რაოდენობის ამომრჩეველი მივა და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.
ჯამლეტ ხუხაშვილი ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ვაშაძე სპორტის დაფინანსებას იდეალიზმად მიიჩნევს. ხუხაშვილი თვლის, რომ არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, რომელსაც “ფეხბურთი არ უნდა”.
“მე, კოტე მახარაძის მოწაფეს, რომელიც 55 წელია, სპორტული კომენტატორი ვარ, როგორ შეიძლება, დადებითი აზრი მქონდეს გრიგოლ ვაშაძეზე, რომელიც აცხადებს, რომ სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარებაზე ფული არ უნდა დახარჯოს და სპორტს არ უნდა დაეხმაროს?! როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი არ უნდა?!
ჩემ გვერდით იმყოფებიან თბილისის “დინამოს” ლეგენდარული ფეხბურთელები – 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები, 1981 წლის ევროპული თასის მფლობელები და შეგიძლიათ, ყველას სახელით დააფიქსიროთ, რომ არათუ სპორტსმენებმა, არამედ სპორტის არც ერთმა მოყვარულმა არ უნდა დაუჭიროს მხარი ვაშაძეს”, – განაცხადა კომენტატორმა გაზეთთან ინტერვიუში.
ჯამლეტ ხუხაშვილმა საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
“რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ ოჯახში და იმ კაცის ხელში გაიზარდა, ვინც “ქართველ შინდლერად” არის ცნობილი. მხედველობაში მყავს სალომეს გამზრდელი ბიძა, მიხეილ კედია, რომელმაც ფაშისტების კლანჭებისაგან არაერთი ებრაელი იხსნა და გადაარჩინა.
დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე სარეკორდო რაოდენობის ამომრჩეველი მივა და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი”, – განაცხადა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები