“პანჩო”: იმის გაფიქრებაც არ მინდა, რომ შეიძლება, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს

სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება რომ დავუშვა, ჩემს საყვარელ სამშობლოს უნდა გავეცალო, რადგან იმ წესებით ვერასოდეს ვიცხოვრებ, რასაც ისინი ნერგავდნენ, – ამის შესახებ კომპოზიტორმა, ლევან მგალობლიშვილმა, რომელიც “პანჩოს” სახელითაც არის ცნობილი, გაზეთ “ასავალ-დასავლთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არ დარჩა ოჯახი, ვისაც ოჯახის წევრი თუ არა, მეგობარი ან მეზობელი მაინც არ დაუპატიმრეს, არ მოუკლეს, ან რაიმე არ წაართვეს.
“ახალი ხელისუფლების მიმართ ბევრი პრეტენზია დამიგროვდა, მათგან გაცილებით მეტს ველოდი, მაგრამ იმის გაფიქრებაც არ მინდა, რომ შეიძლება, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს. ეს რომ დავუშვა, ჩემს საყვარელ სამშობლოს უნდა გავეცალო, რადგან იმ წესებით ვერასოდეს ვიცხოვრებ, რასაც ისინი ნერგავდნენ.
საქართველოში არ დარჩა ოჯახი, ვისაც ოჯახის წევრი თუ არა, მეგობარი ან მეზობელი მაინც არ დაუპატიმრეს, არ მოუკლეს, ან რაიმე არ წაართვეს. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ის ჩემს შემოქმედებას პატივს სცემდა და თავად მითხრა – სტუდენტობის პერიოდში მუდმივად შენს ალბომს ვუსმენდითო. ჩემი ყველა სიმღერაც ზეპირად იცოდა. ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცნობილი გახდა, რომ არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემას არ ვაპირებდი. ვერ აიტანა გვერდით რომ არ დავუდექი, რადგან ჩემს მსოფლმხედველობას, ჩემს შემეცნებას, კაცურ პრინციპებს არანაირად არ ეთანადებოდა მისგან თავსმოხვეული ცხოვრების წესები”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები