ირანში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 716 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)
ირანში, კერმანშახის პროვინციაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 716 ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Mehr ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.