უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ ნეიტრალურ წყლებში დაიწყო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაველ კლიმკინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ ნეიტრალურ წყლებში გააჩაღა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
“რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის აქტი განახორციელა. ახლა აგრესია უკრაინის ტერიტორიაზეც არის, ასევე, ომიც გვაქვს ნეიტრალურ წყლებში, ვინაიდან ეს აგრესიის აქტი უშუალოდ ნეიტრალურ წყლებში განხორციელდა”, – განცხადა კლიმკინმა.
კლიმკინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან ახორციელებს კონტაქტს და მათ ინფორმირებას ახდენს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უცხოელი პარტნიორებისგან არამარტო განცხადებებს, არამედ ქმედებებს ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები