“გუშინდელი ინციდენტი არაა სპონტანური და მას ღრმა ფესვები გააჩნია” – ამირან სალუქვაძე ქერჩის სრუტეში განვითარებულ პროცესებზე

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე აზოვის ზღვაში, ქერჩის სრუტეში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“რამდენიმე მეგობარმა მთხოვა, განმარტება აზოვის ზღვაში, ქერჩის სრუტეში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით და როგორ აისახება ეს საქართველოზე.
შესაძლოა, სიღრმისეული მიმოხილვა მოგვიანებით შემოგთავაზოთ, ამჟამად რამდენიმე ვიდეოს გთავაზობთ, რომლებიც, თუ საკითხი გაინტერესებთ, მოგცემთ გარკვეულ წარმოდგენას, რომ გუშინდელი ინციდენტი, რაც სამხედრო საზღვაო ხომალდების დაპირისპირებაში გადაიზარდა, არაა სპონტანური და მას ღრმა ფესვები გააჩნია.
კერძოდ, ცალკე პრობლემაა აზოვის ზღვის გაყოფის საკითხი, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და 2003 წელს შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა რუსეთს მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. დაპირისპირება ამ მხრივ გრძელდება. მეორე რეალობაა ყირიმის ანექსია, რაც ასევე გავლენას ახდენს ამ პროცესებზე.
ამ ისტორიას ასევე წინ უძღოდა უკრაინის მიერ რუსული სამოქალაქო ხომალდების დაკავება, თუმცა უკრაინა საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებდა.
ფაქტია, რომ რუსეთი აგრძელებს საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებას შავი ზღვის აუზში და მის მოწყობას სამხედრო თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს დაძაბულობა მთელ რეგიონზე აისახება და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

მოწვეულია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, თუმცა რუსეთის მიერ.  უკრაინას უნდა მოეწვია.

იხილეთ ვიდეოები. რუსული თოქ-შოუები ნახეთ იმ ჭრილში, რომ დაინახოთ მხარეთა ინტერესები და არა როგორც სწორი ინფორმაციის წყარო.
P.S. როგორ ბევრჯერ დავწერე, სამწუხაროა, რომ მსგავსი თემების განსახილველად ჩვენი ტელევიზიები არ გამოყოფენ საეთერო დროს და ვერ ვახერხებთ ანალიზის და შეფასებების მოსახლეობისთვის მიწოდებას”, – წერს ამირან სალუქვაძე.

წყარო: https://www.facebook.com/BrigadeGeneral

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები