„შევხვდებით სასამართლოში“ – “იბერიას” ყოფილი ჟურნალისტები ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ

ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ვახო ხუზმიაშვილის მიერ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სკანდალურ პოსტს, ამავე პოსტსზე კომენტარების სახით „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტებიც გამოეხმაურნენ.
ისინი ზაზა ოქუაშვილს მწვავედ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ დავას სასამართლოში გააგრძელებენ.
თამარ ურუშაძე: გეთანხმები ვახო, ნათლად გამოჩნდა, რომ ზაზა ოქუაშვილმა ეს ტელევიზია საკუთარ ინტერესებს შესწირა და ამდენი ჟურნალისტი, რომლებიც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, მოატყუა და მერე ქუჩაში დატოვა, გადამწყვეტ მომენტში და არც კი მოიკითხა.
მაკა ჩიხლაძე: ტელევიზია მისთვის მართლა სიგარეტის ქარხანა ყოფილა! ჟურნალისტები – მუშები! ჩვენს ძალას ვანახებთ ჩამწერ მილიონერს! სასამართლოში შევხვდებით ბატონო ზაზა.
თამარ ურუშაძე: ჟურნალისტები, რომლებსაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გიშვებენ ქუჩაში, მერე იგებ, რომ ბინძურ გარიგებებს აქვს ადგილი გარკვეულ ჯგუფებთან, და სიტყვა და პროფესია, რომელსაც იცავდი, პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს, ხმა არ უნდა ამოიღო? რა შუაშია ქოცების სცენარი? საქართველოში უნდა დასრულდეს ტელევიზიების მსხვერპლად შეწირვა პოლიტიკისთვის ან ბიზნესებისთვის.
ლიკა ბერაია: ხელფასების არგაცემაზე მეტად ის დამოკიდებულებაა მიუღებელი, რაც მივიღეთ, სამწუხაროდ.
ლევან ფანცხავა: ვახომ და ყველამ, იბერიას თანამშრომლებმა, ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა, ადამიანებმა, რომლებმაც ერთი წუთით არ დავტოვეთ ერთმანეთი 16 ოქტომბრის მერე, კარგად ვიცით და იციან, ჩემი პოზიცია. მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, ჩვენ რას ვაკეთებდით, სულ პირველად ურუშკამ რომ თქვა “12 წლის შემდეგ, იბერია ისევ ეთერშია”, ბოლო წუთამდე მხოლოდ ხალხის პრობლემებზე ვმუშაობდით და ობიექტურობა რომ მნიშვნელოვანი იყო, ამაზე აღარც ვლაპარაკობ, ეს ისედაც ნათელი იყო ყოველთვის. ახლა ყველა, ვინც დავრჩით “გარეთ” და ენთუზიაზმი ჯერ კიდევ “საარსებოდ” შეგვრჩა, ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ და იქნებ გვადროვოთ, რადგან თქვენ არა, ჩვენ ვიცით, რის ხარჯზე რას ვაკეთებდით.
#მეარვანულებ უპატივცემულობას და ნაკლებად მაინტერსებს, ვინ როდის და ვის მიყიდის ნახატებს.
ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაში რა გავიარეთ, რა გაიარეს ჩვენმა ოჯახებმა, რომლებიც ჩვენივე შემოსავალზე იყვნენ და არიან დამოკიდებულნი, ამასაც ვერავინ გაიგებს, მით უმეტეს, ვინც ლონდონში ცხოვრობს. “ახალი ამბების” გუნდი.
ვახო ხუზმიაშვილის და ჟურნალისტების შეფასებებს ზაზა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძეც გამოეხმაურა.
ხუზმიაშვილი რამდენიმე ადამიანმაც გააკრიტიკა.
ნატო ჩხეიძე: აქამდეც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ვახო ხუზმიაშვილის წახალისებულ/ წაქეზებული იყო ნიუსების აქციები, მაგრამ თავი რად გამოიაშრა, ეს კი მაინც გამიკვირდა…
ლაშა ბერულავა: ყველა კომენტარი თუ დასტურ-დასტურითაა დაწერილი, მხოლოდ მე ვიტყვი, რომ ეს სტატუსი ახლა ტეხავს. დღეს და ახლა, წერა იმაზე, რა გადამგდები აღმოჩნდა ოქუაშვილი, იმაზე უარესია, რასაც ახლა ხელისუფლება უკეთებს ოქუაშვილს.
შეგახსენებთ, რომ ვახო ხუზმიაშვილმა ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებით მწვავე პოსტი გუშინ გამოაქვეყნა.

პოსტი ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://kvira.ge/434379

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები