რუსეთმა შავ ზღვაში უკრაინული კატერები დაბომბა – პოროშენკომ ქვეყანაში საომარი ვითარება გამოაცხადა (ფოტო, ვიდეო)
რუსეთის სამხედრო გემებმა შავ ზღვაში უკრაინული კატერები დაბომბეს რამდენიმე მეზღვაური დაშავდა. შეტევები ქერჩის ყურეში, რომელიც შავ ზღვასა და აზოვის ზღვას აკავშირებს, 25 ნოემბრის დილიდან ვითარდებოდა, როდესაც რუსეთის საზღვაო კატერმა უკრაინული ბუქსირი დააზიანა.
ვითარებიდან გამომდინარე, იმავე დღის საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ. კიევი ამტკიცებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში ქერჩის სრუტეს გავლით მიცურავდა და ამის შესახებ რუსეთი წინასწარ იყო გაფრთხილებული, ხოლო მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინამ საზღვარი დაარღვია.
ინციდენტმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო კვლავ გააღვივა.
“ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, პატარა ჯავშანტრანსპორტიორი არტილერიის კატერები “ბერიდიანსკი”, “ნიკოპოლი” მტრის მიერ გახსნილი იერიშის შედეგად დაზიანდნენ და სვლა ვეღარ განაგრძეს. რეიდის ბუქსირი “იანი-კაპუ” იძულებული გახდა შეჩერებულიყო. გემები კი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებმა დააკავეს”, – განაცხადეს უკრაინული ფლოტის პრესცენტრში.