გახარია მურთაზ ზოდელავაზე: კოორდინატორმა მიხედოს თავის პარტიას, მე მივხედავ ჩემს ხალხს და ჩემს კუთხეს, ჩემს სამინისტროსაც (ვიდეო)

“ბატონმა კოორდინატორმა მიხედოს თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და ატაროს ბრიფინგები, ღმერთმა ხელი მოუმართოს”, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას.
“კოორდინატორმა მიხედოს თავის პარტიას. მე მივხედავ ჩემს ხალხს და ჩემს კუთხეს, ჩემს სამინისტროსაც. საერთოდ არ არის მისი საქმე, მე სად ვარ და რას ვაკეთებ. თუ რაიმე დამადასტურებელი აქვთ, ნება იბოძონ, წავიდნენ იქ, სადაც კანონს შეესაბამება. ახლა ხომ ვარ სამეგრელოში, არჩევნები რომ დასრულდება, კიდევ უფრო ხშირად ვიქნები და რა დაპირებებსაც გავცემ, ყველას შევასრულებ. ბატონმა კოორდინატორმა მიხედოს თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და ატაროს ბრიფინგები, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები