ინაშვილი: აქციაში მონაწილეობს ყველა ის ადამიანი, რომელსაც არ უნდა ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს წარსულში

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, რომ ვაშაძის მხარდაჭერა ნიშნავს დაბრუნებას წარსულში და იმ რეალობაში, რომელსაც თავი დავაღწიეთ 2012 წელს.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ყველა ის ადამიანი მონაწილეობს, რომელსაც წარსულში დაბრუნება არ სურს.
„დღეს ამ აქციაში მონაწილეობს ყველა ის ადამიანი, რომელსაც არ უნდა ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს წარსულში, არ უნდა ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ტერორის, ძალადობის, ქონების წართმევის, ადამიანების წამების ეპოქაში. ეს იყო სააკავშილ-ბოკერიას მმართველობა. სწორედ ამ რეჟიმის შეფასებას ითვალისწინებს ჩვენი რეზოლუცია, რომელიც პარლამენტშია შეტანილი და პლენარულ სხდომაზე მოხდება მისი კენჭისყრა.
დღეს ჩვენ გავიხსენებთ იმ რეჟიმის მიერ მოკლულ ადამიანებს, და რა თქმა უნდა, გამოვუცხადებთ მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს, რადგან სხვა არჩევანი ქვეყანას არ აქვს. ვაშაძის მხარდაჭერა ნიშნავს დაბრუნებას წარსულში და იმ რეალობაში, რომელსაც თავი დავაღწიეთ 2012 წელს“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები