ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მინისტრის მოადგილეებმა საერთაშორისო დამკვირვებლებს  საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათ, ასევე, ისაუბრეს აღნიშნული გამოძიებების ფარგლებში, იმ ბრალდებულების შესახებ, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ყველა ის ღონისძიება გააცნეს, რომლები პოლიციამ, არჩევნების უსაფრთხოების მიზნით განახორციელა, როგორც პირველი ტურის განმავლობაში, ასევე, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში.

როგორც შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პოლიცია არასათანადო რეაგირებას ახდენს ძალადობრივ ინციდენტებზე და თითქოსდა არჩევნები მიმდინარეობს ძალადობის ფონზე, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები