ირაკლი შიხიაშვილი პირადობების შესაძლო გაყალბებაზე: “ნაციონალური მოძრაობა” ყალბ პირადობებს პერმანენტულად ბეჭდავდა, რომელსაც ხათუნა გოგორიშვილი და გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა(ვიდეო)

ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვის ფაქტს ეხმაურება და აცხადეს, რომ ეს სიცრუეა.
როგორც ვიდეო მიმართვაში შიხიაშვილი ამბობს, ყალბ პირადობის მოწმობებს “ნაციონალური მოძრაობა” 2003-2010 წლამდე პერმანენტულად ბეჭდავდა, რომელსაც შიხიაშვილის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი იმდროინდელ სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის უშუალო დავალებით ასრულებდა.
შიხიაშვილის მტკიცებით, სწორედ ამ მეთოდით ახერხებდა “ნაციონალური მოძრაობა” დამატებით ხმების მოგროვებას.
“როდესაც თვითონ დაიწყეს ამაზე საიბარი, თითქოს “ქართული ოცნება” აპირებს გაყალბებას, გამიჩნდა ბუნებრივი და გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიძინებული სისტემის გამოღვიძებას აპირებენ. იმისთვის, რომ თუ გაუმჟღავნდებათ ეს მექანიზმი, იოლად მოახერხონ ოცნებისთვის ამის გადაბრალება-” ხომ ვამბობდით ოცნება აპირებს აჩევნების გაყალბებასო”,-განაცხადა შიხიაშვილმა ვიდეო მიმართვაში და ინფორმაციის დამაჯერებლობისთვის 2013-2014 წლებში შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების ლინკი გაასაჯაროვა, სადაც იმ მაღალჩინოსნების ბრალეულობა იკვეთება, რომლებიც ასეთი საქმეების განხორციელებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები