ეს “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა- გურჯაანელი ბიზნესმენი ნაციონალების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს(ვიდეო)

გურჯაანში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან განხორცილებულ ზეწოლაზე ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი საუბრობს.
მისი განცხადებით, ზურაბ ოსიაშვილი, რომელმაც პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ რამდენიმე დღის წინ დატოვა, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.
“ის რაც ზურა ოსიაშვილს დამართეს “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა, ახლა არაა გამორიხული ისინი სხვადასხვა ეთერებით გამოვიდნენ, დაშინებული პირები გამოიყვანონ და თქვან, რომ მათზე პირიქით ზეწოლა “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელდა, რათა პარტია დაეტოვებინათ.
რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე და აღნიშნული ქმედება ზუსტად ერთი- ერთშია ნაცების ჩვეულ ხელწერასთან”,-განაცხადა ბიზნესმენმა.
გურჯაანში მცხოვრებმა ზურა ოსიაშვილმა, “ევროპული საქართველო” პროტესტის ნიშნად თანამოაზრეებთან ერთად დატოვა, რის შემდეგაც მასზე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ძალადობა განხორციელდა. ბიზნესმენის ინფორმაციით, ზურაბ ოსიაშვილს თავდაპირველად გარიგების სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ კი ის გაიტაცეს, დაალევინეს და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს. ვალერი შოშიაშვილის თქმით, ზურაბ ოსიაშვილისთვის ალკოჰოლის მიღება აკრძალულია და მისმა მიღებამ მას ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა.
ზურაბ ოსიაშვილი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები