“ეს არჩევნები შეიძლება, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს მათ შორის, რომელსაც ჩვენ მოვსწრებივართ” ​

“სამწუხაროდ, არჩევნები მიდის დაპირისპირების, ლანძღვა-გინების და უკულტურობის ფონზე”, – ასე მიმართა პოეტმა დავით მაღრაძემ ქ .რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა – “მე ვიცავ თავისუფლების” შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო ვითარებიდან გამომდინარე, არჩევნების მნიშვნელობა ორმაგად უფრო მძაფრდება.
“საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ახლოვდება საქართველოში და ვნებათაღელვაც, რა თქმა უნდა, მძაფრდება. ჩვენ ასეთი იღბალი გვარგუნა განგებამ, რომ მოკლებული ვართ იმ ფუფუნებას, რასაც კანდიდატების მხრიდან პროგრამის წარდგენა ჰქვია. მოსახლეობას არ აქვს შეთავაზებული პროგრამის განხილვის საშუალება. არ იმართება დებატები. სამწუხაროდ, არჩევნები მიდის დაპირისპირების, ლანძღვა-გინების და უკულტურობის ფონზე. ყველაფერი ეს არის ჩვენი ფონი, ამ არჩევნებზე და რა თქმა უნდა, არჩევნების მნიშვნელობა ორმაგად უფრო მძაფრდება. თუ ვინმესთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს ჩემს სიტყვას და ჩემს პოზიციას, მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები შეიძლება ყველაზე უფრო, უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს მათ შორის, რომელსაც ჩვენ მოვსწრებივართ, იმიტომ, რომ ძალიან მკაფიო გახდა სურათი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები