ნათია მეზვრიშვილი: არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი

“შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, რომლის უმთავრესი ამოცანაა, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, რომლის უმთავრესი ამოცანაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ამ მიზნით, ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები