ავღანეთში აფეთქების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, ჰოსტის პროვინციაში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 26 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 50-მა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადილობრივი მედია ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Pajhwok-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ავღანელი სამხედროებიც არიან.
როგორც ტელეარხი Tolo News იუწყება, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩაიდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები