აშშ-ში მოზარდებმა თვითმფრინავი გაიტაცეს

აშშ-ში ორმა მოზარდმა ქალაქ ჯენსენში მცირე ზომის თვითმფრინავი გაიტაცა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ახალგაზრდებმა 15 წუთი იფრინეს და წარმატებით დაეშვნენ მიწაზე, ვერნალ რიჯინას აეროპორტში.
როგორც ცნობილია, 14-15 წლის მოზარდებმა ერთძრავიანი თვითმფრინავი Cessna კერძო აეროდრომიდან გაიტაცეს.
პოლიციელებმა კანონდამრღვევები დააკავეს და ქალაქ ვერნელის იზოლატორში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები