უკრაინის უმაღლესი რადა უკანონო ფორმირებებს განიარაღებისკენ მოუწოდებს

უკრაინის უმაღლესი რადა აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედ უკანონო ფორმირებებს განიარაღებისკენ მოუწოდებს, მთავრობას კი ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას სთხოვს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ ამის თაობაზე მშვიდობის და თანხმობის მემორანდუმი მიიღო, რომელსაც 450-დან 242-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ტექსტში აღნიშნულია, რომ წესრიგის აღდგენისთვის საჭიროა სისხლისღვრის შეჩერება.მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე უკრაინა საზღვრის დაცვას აძლიერებს.
ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთთან არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში ბეტონის ბლოკებსა და ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობებს შეიტანენ .ასევე მოხდება ყველა სახის ტრანსპორტისა და ტვირთის დეტალური შემოწმება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღის შეტანა არ მოხდეს.
ამასთან, საზღვრის დაცვის დეპარტამენტში უკვე დაადასტურეს, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვართან მდებარე 10-კილომეტრიან ზონაში აღარ დაფიქსირებულა რუსეთის სამხედროებისა და ტექნიკის მოძრაობა და შეიძლება იმის თქმა, რომ სამხედროები ამ ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან, – აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები