ავსტრალიაში მტვრის ქარიშხალი მძვინვარებს (ფოტოკოლაჟი)
ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მტვრის ქარიშხალი მძვინვარებს. ახალ სამხრეთ უელსში ცა სტაფილოსფერია, მხედველობა მკვეთრად დაბალი, ხოლო ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ დონეს აღწევს.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქარიშხალი ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რომლის შედეგადაც ჰაერში მშრალი მიწის და სილის ნაწილაკები აიწია.