სასწრაფოდ: სამსუნში 25 წლის ქართველი ტურისტი გარდაიცვალა – ფოტოკოლაჟი შემთხვევის ადგილიდან

უბედური შემთხვევა ქალაქ სამსუნში მოხდა. თურქეთში ტურისტად ჩასული 25 წლის ვალერი ტაკიძე აქჩაის მდინარეში საბანაოდ შევიდა, სადაც დახრჩობის საფრთხე შეექმნა. თვითმხილველებმა სამაშველო სამსახური დროულად გამოიძახეს და დაზარალებული თერმას სახელმწიფო, სასწავლო და კვლევით საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს. თურქული მედია იუწყება, რომ რამდენიმედღიანი მკურნალობის  მიუხედავად, ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს დილით გარდაიცვალა.
ამჟამად გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც  ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.
აღსანიშნავია, რომ ვალერი ტაკიძე წარმოშობით ტყიბულიდან იყო.
5

7

3

2

4

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები