თურქეთში ავტოავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ცენტრალურ პროვინცია მალატიაში ხაზის ავტობუსის ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო თხუთმეტი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Hurriyet ავრცელებს.
ინციდენტი დერენდე – მატიას ტრასაზე მოხდა. მძღოლმა, უცნობი მიზეზის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტობუსი სავალი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები