ველურმა აბორიგენებმა ანდამანის კუნძულებზე ამერიკელი მოკლეს
ანდამანიის ერთ-ერთი კუნძულის მცხოვრებლებმა ბენგალის ყურეში ამერიკელი მოკლეს, რომელიც სავარაუდოდ, მისიონერი იყო და ქრისტიანობას ქადაგებდა.
მეთევზეებმა, რომელებმაც მამაკაცი ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულებზე მიიყვანეს, იტყობინებიან, რომ ადგილობრივმა აბორიგენებმა ის მშვილდის ისრებით მოკლეს და ცხედარი სანაპიროზე დატოვეს.
მოკლული ამერიკელის გადმოსვენება არც თუ ისე ადვილია, ვინაიდან კუნძულის მკვიდრნი გარე სამყაროსთან კონტაქტში არ შედიან და ტერიტორიაზე შესვლის მცდელობებს უკიდურესად აგრესიულად ეკიდებიან.
ფორმალურად, ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულები ინდოეთის მიერ იმართება, მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლება სენტინელების ცხოვრებაში არ ერევა.