ვიეტნამში სატვირთო მანქანის აალების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამის პროვინცია ბინფიოკში ნავთობის სატვირთო მანქანის სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახების შედეგად ნავთობგადამზიდ სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა.
ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 15 საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც ცნობილია, ნავთობგადამზიდი სატვირთო დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც სამბორბლიან სატრანსპორტო საშუალებას დაეჯახა, რომელსაც ყინული გადაჰქონდა, სატვირთო დენგამტარ ბოძს გამოედო, გადაბრუნდა და აალდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები