ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-ს აჭარბებს (ფოტოკოლაჟი)
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-ს აჭარბებს. განახლებულ ინფორმაციას დაღუპულების შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაპირველი ინფორმაციით, 43 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო 80 – დაშავებული.
აფეთქება ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ შენობაში მოხდა, სადაც წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღე აღინიშნებოდა.
უკვე დადასტურებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თუმცა, არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა თავის თავზე ჯერ არ აუღია.