დღეს ინტერპოლის პრეზიდენტის არჩევნებია
დღეს, 21 ნოემბერს ინტერპოლი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. წარმომადგენლობის განცხადებით, ინტერპოლი არ დაუშვებს საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლას, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “იზვესტია” ორგანიზაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება დაადოს ვეტო ინტერპოლის გენასამბლეის დემოკრატიულ არჩევნებს”,- ნათქვამია წარმომადგენლობის მიერ გაავრცელებს ინფორმაციაში.
ამასთანავე, ინტერპოლი ყურადღებას ამახვილებს, იმაზე, რომ პრეზიდენტი ფორმალურად არ წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველს.
“ხელმძღვანელად ითვლება გენერალური მდივანი, რომელიც ხანგრძლივი ვადით ირჩევა, ხოლო პრეზიდენტი – მხოლოდ 4 წლის ვადით”,- აზუსტებს გამოცემა.
კანდიდატი, რომელსაც 21 ნოემბერს იქნება არჩეული, შესაბამის პოზიციას მხოლოდ 2020 წლამდე დაიკავებს, ვინაიდან ექსპრეზიდენტი მენ ჰუნვეი აღნიშნულ პოზიციას მხოლოდ 2 წელი იკავებდა.