საფრანგეთში მასობრივი აქციებია-მოქალაქეები ხელისუფლებისგან სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ(ფოტო,ვიდეო)
საფრანგეთში ბოლო ერთი კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები, რომლებიც პროტესტს ქუჩის აქციებით გამოხატავენ, სოციალური მოთხოვნებით ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.
აქცია პერმანენტულად საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება. თუმცა, აქციის მონაწილეებს პოლიცია სასტიკად უსწორდება.
მოქალაქეები საფრანგეთის ხელისუფლებას საწვავის ფასის გაიაფებას სთხოვენ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა.
მძღოლების აქციას, სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეებიც შეუერთდნენ. მათ შორის არიან მედიკოსებიც, რომლებიც ხელფასის მომატებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს ერთი საერთო მოთხოვნა აქვთ – გაუმჯობესდეს სოციალური პირობები.
ამასთან, 24 ნოემბერს, საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში მასობრივი აქციის გამართვა იგეგმება. კერძოდ, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლოება პროტესტის ნიშნად შეიკრიბება.
https://www.youtube.com/watch?v=9xRWlJkKmsU