ქაბულში აფეთქების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა, 80-მდე კი – დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივ საავადმყოფოებში 43 ადამიანი გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, აფეთქება ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ შენობაში მოხდა, სადაც წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღე აღინიშნებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩაიდინა.