ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი არ გახდება სამხედრო ალიანსი
ევროკავშირი არ აპირებს გადაიქცეს NATO-ს კონკურენტ სამხედრო ალიანსად, – ამის შესახებ დღეს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინმა განაცხადა.
“ევროკავშირი არ წარმოადგენს და არც არასდროს იქნება სამხედრო ალიანსი, ჩვენ პოლიტიკური კავშირი ვართ. ჩვენ ჩვენი გარკვეული ძალა გვაქვს, რომელსაც NATO-სა და გაეროს კოორდინაციაში ვავითარებთ, მაგრამ არ არის კონკურენცია, არ გვაქს არც ჩანაცვლების იდეა და არც დუბლირების”, – განუცხადა მოგერინიმ ჟურნალისტებს.
მოგერინის განმარტებით, ევროკავშირის ძალების მობილიზება თავდაცვის სფეროში შეავსებს და გაამაგრებს NATO-ს შესაძლებლობებს ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც ასევე არიან ალიანსის წევრები.
შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონის ფრაქცია აშშ-სგან განცალკევებით ერთიანი ევროპული ჯარის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. იდეას მხარი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც დაუჭირა.