ტრამპის ქალიშვილმა “თეთრი სახლის” წესები დაარღვია

აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილმა და მრჩეველმა, ივანკა ტრამპმა, ოფიციალური მიმოწერა “თეთრი სახლის” წესების დარღვევით აწარმოა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას The Washington Post საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დარღვევის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2017 წელს გახდა. ივანკა ტრამპი ოფიციალურ წერილებს, სადაც საქმე “თეთრ სახლს” ეხებოდა, ხშირად პირადი ფოსტით აგზავნიდა. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ივანკამ თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ მან არ იცოდა აკრძალვის შესახებ.
პრეზიდენტის ქალიშვილის ადვოკატმა, აბბ ლოელმა “თეთრ სახლს” განუცხადა, რომ ივანკას სულ რამდენიმე წერილი აქვს გაგზავნილი მანამდე, სანამ აკრძალვის შესახებ გაიგებდა. მისი თქმით, კონფიდენციალური ინფორმაცია არცერთ პირადი ფოსტით გაგზავნილ წერილში არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები