საუდის არაბეთში წყალდიდობას 30 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო,ვიდეო)

საუდის არაბეთში წყალდიდობის შედეგად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 30 ადამიანი დაიღუპა. კვირის განმავლობაში მაშველებმა 1480 ადამიანი გადაარჩინეს, 3865 კი ევაკუირებულია უსაფრთხო ადგილას. მეტეოროლოგების განმარტებით წვიმები სხვადასხვა რეგიონში კვირის განმავლობაში არ შეწყდება.
წვიმების შედეგად დატბორილია ქვეყნის 13 რაიონი, აღარ არსებობს გზები, ქუჩებში წყალი მდინარეებივით მოედინება.
საუდის არაბეთი მშრალ კლიმატურ ზონაში მდებარეობს, ამიტომ ასეთი ამინდი რეგიონისთვის ანომალიურია.
უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ნალექის რაოდენობა რეკორდულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები