ჩიკაგოს საავადმყოფოში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელიც
შეიარაღებულმა მამაკაცმა ჩიკაგოს საავადმყოფოში ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემების თანახმად, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, საავადმყოფოს 2 თანამშრომელი, პოლიციელი და თავად მსროლელიც.
“ჩიკაგომ დაკარგა ექიმი, ფარმაცევტი და პოლიციელი. ისინი საკუთარ სამუშაოს ასრულებდნენ, საყვარელ საქმეს აკეთებდნენ”,- აცხადებს ჩიკაგოს მერი რამ ემანუელი.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა. ამ დროისთვის, უცნობია მან თავი მოიკლა თუ მოკლეს.