აზერბაიჯანში, საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აზერბაიჯანში, ქალაქ გიანჯეში, საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები