ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 22 მილიონ 231 ათასი ლარით განისაზღვრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე დამტკიცდება. ამის შესახებ ცნობილი დღეს, ბოლნისის საკრებულოში ჩატარებული სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
სხდომაზე დეპუტატებმა 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას უყარეს კენჭი. როგორც „კვირას“ საკრებულოდან აცნობეს, მომავალი წლის ბიუჯეტი 22 მილიონ 231 ათასი ლარით განისაზღვრა.
„მუნიციპალიტეტის მთავარი დოკუმენტი, ცვლილებების შეტანის შემდეგ, 25 დეკემბრამდე დამტკიცდება. 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 22 მილიონ 231 ათასი ლარით განისაზღვრა, პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროები. მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ინფრასტრუქტურის კუთხით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მომავალ წელს, რიგ სოფლებში, სასმელი წყლისა და ჭაბურღილების პრობლემა მოგვარდება, დაიგება შიდა გზები, მოხდება რიტუალების სახლების დასრულება-რეაბილიტაცია, ქალაქის გარე სივრცეში დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები, მოეწყობა სკვერები და გარე განათებები“,- აცხადებენ ბოლნისის საკრებულოში.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი ცნობად 29 დეპუტატმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები