ვახტანგ ძაბირაძე: ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს სამხედროები და არმია “ნაცმოძრაობის” მხარეს არიან

0

ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს სამხედროები და არმია “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს არიან, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს.
“თუ ვითარება აირია, მერე მისი დალაგება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ როდესაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი გამოხატავს თავის პოზიციას, თუნდაც ცამდე მართალი იყოს, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს სამხედროები და არმია “ნაციონალური მოძრაობის” მხარესაა… ისმის კითხვა: ეს რაში სჭირდებათ? იმისთვის ხომ არა, ხვალ რომ ვითარება დაიძაბოს, თქვან, არმია ჩვენ გვიჭერს მხარს და შეგვიძლია შტურმზე გადავიდეთო? ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს”, – აცხადებს ძაბირაძე.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და არჩევნების შემდეგ სტაბილურობა შეინარჩუნოს.
“პოლიტიკური მექანიზმი მას სწორედ საფრთხის ასაცილებლად აქვს, თუმცა “ნაციონალურ მოძრაობას” ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა. ქვეყნის ინტერესების გვერდზე გადადება არავის ეპატიება”, -აღნიშნავს ძაბირაძე.

კომენტარები

კომენტარი