სამხრეთ კორეის ბირთვული ენერგეტიკის კვლევით ცენტრში ხანძარი გაჩნდა

სამხრეთ კორეის ბირთვული ენერგეტიკის კვლევით ცენტრში ხანძარი გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, რადიაციის გაჟონვა არ ფიქსირდება. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
“დღეს, 19 ნოემბერს ბირთვული ენერგეტიკის კვლევით ცენტრში დასხივებული ბირთვული საწვავის ქიმიური ანალიტიკის ლაბორატორიის შენობაში ხანძარი გაჩნდა”, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის მიზეზის გამოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები