წყალდიდობისას ავტობუსში ჩარჩენილი 70 ბავშვის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა

ესპანეთის ქალაქ კარტახენას პოლიციამ, სახანძრო ბრიგადასთან ერთად, გზაზე ძლიერი წვიმის გამო ჩარჩენილი სკოლის ავტობუსიდან 70 მოსწავლის ევაკუაცია წარმატებით დაასრულა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
“ადგილობრივმა პოლიციამ და სახანძრო სამსახურმა ყველა მოსწავლის ევაკუაცია წარმატებით დაასრულა”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ესპანეთის მატერიკზე, ასევე, ბალეარისა და კანარის კუნძულებზე ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. ვალენსიაში და ალიკანტეში საფრთხის “წითელი” დონეა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები