გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცეწლებს.
„ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. ძლიერი ყივნის გამო, შეზღუდვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის გადაადგილებაზე. გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ყველა სახის ავტოტარნსპორტის გადაადგილება“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები