კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა (ფოტოკოლაჟი)
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. განახლებულ ინფორმაციას დაღუპულთა შესახებ ტელეარხი ABC News სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეარხის მონაცემებით, 80-დან 63 ცხედარი უკვე ამოცნობილია. დაღუპულთა უმრავლესობა ბიუტას რაიონიდანაა.
გარდა ამისა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ამ დროისთვის, 1202 ადამიანი ითვლება.