გია ვოლსკი გრიგოლ ვაშაძის მიერ თეატრებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე: არ დაეძებენ არაფერს – არც ფასეულობას, არც წინაპარს

“არ დაეძებენ არაფერს – არც ფასეულობას, არც წინაპარს და არც მომავალს”, – ასე შეაფასა “კვირასთან” საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ის განცხადება, რომლის მიხედვითაც, “ქვეყანაში არსებული პროფესიული თეატრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს”.
“საქართველო სპორტითა და კულტურით არის ცნობილი და ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულება ხასიათს გამოხატავს არა მარტო კერძოდ ამ ადამიანისა, არამედ მთლიანად ამ მოძრაობისა. არ დაეძებენ არაფერს – არც ფასეულობას, არც წინაპარს და არც მომავალს. მე არ მინდა გადაჭარბებული ვიყო, თუმცა ასე მგონია, რომ ეს არის ანტიქართული ფენომენი, რომელსაც ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ”, – განუცხადა “კვირას” გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა პროფესიული თეატრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ისაუბრა. შეხვედრა ვაშაძესა და სტუდენტებს შორის 2017 წლის 9 მარტს გაიმართა.
“შეიძლება საქართველო 48 პროფესიულ თეატრს ინახავდეს? ვითომ პროფესიულ თეატრს, სადაც 80-იანი წლების დასაწყისიდან, არავის შეუხედავს? როდესაც ეკონომიკურ საწყისებზე ვსაუბრობთ, ეს ეკონომიკური საწყისები გამორიცხულია, რომ ჩვენ დავაფუძნოთ, იმაზე, რომელზეც გვინდა, თუ არ გვექნა მართლა დემოკრატიული სახელმწიფო”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები