სამართალდამცველების მუშაობის პარალელურად, 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის დედა პირველ კომენტარს აკეთებს-მგონია, რომ ჩემი შვილის ცხედარი აქ არის

გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის დედა ხათუნა რაზმაძე “კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც “კვირას” ხათუნა რაზმაძემ განუცხადა, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის იაგო ნებიერიძის აღიარების შესახებ ინფორმაცია უწყებიდან არ მიუღია.
მისი თქმით, გორში, კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შესახებ ინტერნეტით შეიტყო.
“ჯერ არაფერი არ ვიცით, ვდგავარ აქ და ველოდები. ამბობენ აღიარაო, მაგრამ ჯერ არაფერი არ გამიგია და არ დამინახავს. არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით, არაფერს არ გვეუბნებიან. ინტერნეტით შევიტყვე რომ ესეთი ამბავი ხდებოდა. არც უწყებიდან არავინ დამკავშირებია. ეს ადგილი, სადაც ახლა პოლიციაა მობილიზებული ჩემს სახლთან ახლოს არის. ეს ამბავი სიმართლესთან ახლოს მგონია. მეც მგონია, რომ ჩემი შვილის ცხედარი აქ არის,-განუცხადა “კვირას” ხათუნა რაზმაძემ.
არსებული ინფორმაციით, გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ კიდევ ერთი მოზარდის მკვლელობა აღიარა.
სამართალდამცავები ამ წუთებში სწორედ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ მოზარდის გატაცების საქმეზე იაგო მებიერიძე თანხის გამოძალვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები