თინათინ ხიდაშელი: ჰააგაზე “ნაცების” აჟიოტაჟი მათი მმართველობის ზუსტი ასლია, თქვენ არაფერი გეშველებათ!

0

„ჰააგაზე ნაცების აჟიოტაჟი მათი მმართველობის ზუსტი ასლია“, – ამ სიტყვებით ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჰააგის სასამართლოს საკითხის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, რის გამოც ოპოზიციის წევრები სხვადასხვა ინტერპრეტაციით განცხადებებს აკეთებენ.
თინათინ ხიდაშელი ოპოზიციას მიმართავს:
„ჰააგაზე ნაცების აჟიოტაჟი მათი მმართველობის ზუსტი ასლია. უპასუხისმგებლო, ჩემს გარეშე ქვავაზე ნუ იქნება. თქვენ არაფერი გეშველებათ“ – აღნიშნავს ყოფილი მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ ამავე საკითხზე, თინათინ ხიდაშელმა მსგავსი სახის განცხადებით ოპოზიციას გუშინაც გამოეხმაურა.
ცნობისათვის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჰააგაში 2011 წელს წაგებული საქმისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ გარემოებად „შემოაბრუნოს“ .
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1-ელ აპრილს ეს დავა წააგო. თეა წულუკიანის განცხადებით, გადაწყვეტილების „შებრუნების“ ერთადერთი მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც შეეცდება, საქმე საქართველოს სასარგებლოდ შეატრიალოს.

კომენტარები

კომენტარი