თეა წულუკიანი: მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს და დაისაჯოს ის, ვინც რუსეთის მითითებით, ქართველი ტყვეების წამება და მკვლელობა ჩაიდინა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ მტკიცებულებებით დადგინდეს და განსასჯელის სკამზე დაჯდეს ის, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მითითებით ქართველი ტყვეები აწამა და მოკლა.
„შესაძლო პასუხისმგებლობაზე საუბრის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენჯერაც არ უნდა დავუსვათ კითხვა ფატუ ბენსუდასა და მის გამომძიებლებს, ისინი ყველას შეგვახსენებენ, რომ გამოძიება არის საიდუმლოებით დაცული. ამიტომ დღეს ჩვენ არაფერი არ ვიცით.
ვიცით მხოლოდ ერთი, რომ საქართველოსა და მისი ხელისუფლების, იუსტიციის სამინისტროს გუნდის მიზანი იყო, არის და იქნება, რომ რუსი გენერლებისა და კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირთა გვარები და სახელები დადგინდეს მტკიცებულებებით და არა მხოლოდ ის, რა ვიცით ჩვენ. სისხლის სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს, რომ ვიცოდეთ და განსასჯელის სკამზე დაჯდეს ის, ვინც რუსეთიდან, რუსის მითითებით, ცხინვალის რეგიონში ჩვენი ტყვეების წამება და მკვლელობა ჩაიდინა. აი, ეს არის რაც ვიცით და რაც არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები