10 აგვისტო ზურაბ ყიფშიძის დაბადების დღეა
10 აგვისტო ზურაბ ყიფშიძის დაბადების დღეა.
დაიბადა 1953 წლის 10 აგვისტოს თბილისში, მსახიობთა ოჯახში.
1970–1971 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. შემდეგ გადავიდა მოსკოვში და 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვისა და მაკაროვას სახელოსნო).
მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ და თბილისში დაბრუნებისთანავე მას ახლად შექმნილ კინომსახიობთა თეატრში იწვევს მიხეილ თუმანიშვილი, სადაც გამორჩეული თეატრალური სახეები შექმნა სპექტაკლებში: „შუშანიკის წამება” (ვარქსენი), სუხოვო-კობილინის „საქმე” (ტარელკინი), მოლიერის „დონ ჟუანი” (დონ ჟუანი), „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე” (ლენინი) და სხვა.
მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: „როცა აყვავდა ნუში“, „სურამის ციხე”, „ბრავო, ალბერ ლოლიშ“! , „ნეილონის ნაძვის ხე”, „დონ კიხოტი”, „მარტოხელა მონადირე”, „წუთისოფელი”, „ამბავი სურამის ციხისა” და სხვ.,
მიღებული აქვს 1997 – რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი “Ника”, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის (1997), რუსთავის თეატრალური ფესტივალის გრან-პრი.