ოდესის ოლქში, სანაპიროზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქებები ნაპირიდან დაახლოებით 50 მეტრში მოხდა.
„ცურვის დროს, უცნობი ობიექტების ორი აფეთქების შედეგად, სამი დამსვენებელი დაიღუპა – ერთი ქალი და ორი მამაკაცი. მსხვერპლთა ვინაობა დგინდება“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.