ბაქოში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
აზერბაიჯანის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრ “სადარაკის” ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.
“კრიზისული სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება, ბაქოში სავაჭრო ცენტრ “სადარაკში” გაჩენილი ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილას სახანძრო სამსახურის დანაყოფები იმყოფებიან და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.