ზიმბაბვეში ავტობუსის აფეთქებას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ზიმბაბვეში ავტობუსის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი New Zimbabwe ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი დღეს დილით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა.
“დაახლოებით 40 ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთი დაშავდა… სავარაუდოდ, ერთ-ერთ მგზავრს საწვავი გადაჰქონდა, მოხდა აფეთქება და ავტობუსი აალდა”,- ნათქვამია პორტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები