ინდოეთში ციკლონი “გაჯა” გააქტიურდა-დაღუპულია 11 ადამიანი
ციკლონი “გაჯა” ინდოეთის შტატ ტამილნადში ძლიერი ქარისა და გადაუღებელი წვიმის გამო გააქტიურდა, რის შედეგადაც, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 76 ათასი მოსახლე შედარებით უსაფრთხო რაიონებშია ევაკუირებული.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი India Today ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხანგრძლივი წვიმა და უწყვეტი ძლიერი ქარი რაიონის სანაპიროზე ჯერ კიდევ ხუთშაბათს დაიწყო, გვიან ღამით კი ციკლონი გაძლიერდა.
გაზეთის ინფორმაციით, ყველაზე ძლიერად ქალაქები – ნაგაპატინი, ტირუვარური და ტაჯორი დაზარალდნენ. ციკლონის შედეგად ქალაქებში ხეები წაიქცა, ზოგიერთ რაიონს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.